19 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
"ნიკა ჰგონიათ უკანასკნელი მოჰიკანი, რომელსაც წააქცევენ და "რუსთავი 2-ის" პოლიტიკა შეიცვლება"-ნინო დანელია

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას, რომელიც კვირას 14:30 საათზე  გაიმართება, სამოქალაქო სექტორი უერთდება.

არასამთავრობო სექტორში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის შსს-ს კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე დაბარებას აფასებენ. ისინი აცხადებენ, რომ  გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ფარული ჩანაწერის საქმეში, საერთშორისო ექსპერტები უნდა ჩაერთონ.

„ახლა მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, რომ საბოლოოდ გაფორმდეს ურთმელიძის გადაწყვეტილება და შეიცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა. ცხადია იარსებებს ძალიან ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი და ამის გაქარწყლება შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ, მიუკერძოებელ საერთაშორისო ექსპერტიზას,“-განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

მედია ექსპერტების თქმით, დღეს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით, ხელისუფლების მხრიდან აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს.

„როგორც ჩანს ნიკა ჰგონიათ უკანასკნელი მოჰიკანი, რომელსაც წააქცევენ და რუსთავი 2-ის პოლიტიკა შეიცვლება,“-განაცხადა ნინო დანელიამ.

რადიკალური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში  ხელისუფლებას რთულ ვითარებაში აღმოჩენას პროგნოზირებს ზვიად ქორიძე.

„ასეთ ისტორიაში, რომელიც უკვე  ბურუსით არის მოცული, მიიღებს რადიკალურ გადაწყვეტილებას ხელისუფლება, მე ვფიქრობ, რომ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. მე მგონია, რომ ეს არ უნდა შედიოდეს თავად ხელისუფლების ინტერესებში. ძალიან მნიშვნელოვანია რა შედის საზოგადოების ინტერესში და საზოგადოების ინტერესში შედის, რომ არ დაინგრეს მედია პლურალისტული გარემო,“-განაცხადა ზვიად ქორიძემ.

დღის ამბები