დაიკითხება თუ არა ნიკა გვარამია მოსამართლის მონაწილეობით - რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს პასუხს ელოდებიან. გამოძიებამ შუამდგომლობით უკვე მიმართა სასამართლოს, რათა ის მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხოს.
„შსს-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევაზე და ვიდეოჩანაწერის უკანონო მოპოვება-გავრცელებაზე, ამის ფონზე სრულიად გაუგებარია ხელისუფალთა წარმომადგენელთა ისტერიული განცხადებები, თითქოსდა, ქრთამის შეთავაზება-მიცემაზე. სხვა მუხლით გამოძიების წარმართვის საფუძველი ეს ვერანაირად ვერ უნდა გახდეს, თუნდაც იმ საფუძვლით, რომ ის არის უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება, თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან ხელისუფლებამ დიდი ხანია გადალახა ის წითელი ხაზები, რომლის იქითაც მათი მხრიდან ყოველგვარი უკანონობა იქნა ჩადენილი, შესაბამისად, მათი მხარიდან გამორიცხული არაფერია, რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად ისინი ყველაფერზე მზად არიან,“- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.