თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში, ხვალ 18 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული. ახვლედიანი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და სასამართლოში დაკითხვას მოითხოვს.
"მესამე დღეს არ უნდა ვგებულობდე რაღაც საკითხებს, რიცა გამოძიებას კონკრეტულად, პირველი ინტერესი ვის მიმართაც შეიძლება ქონდეს, მე ვარ. ეს ვუსაყვედურე და გამოვუცხადე, რომ მე ვერ ვენდობი ამ ტიპის გამოძიებას და შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ მეც სასამართლო წესით დაკითხვა მოვითხოვო. ეს იქნება სწორედ ის მაგალითი, რომ საჯარო და სხვები დაესწრონ და გაიგოს კიდევ მეტმა ადამიანმა რა ხდება ამ საქმეებთან დაკავშირებით,“ - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ჯერ კიდევ უცნობია დაიკითხება თუ არა ის მოსამართლის მონაწილეობით. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ადვოკატები სასამართლოს პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.
ადვოკატების განცხადებით, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევისა და პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
თუმცა, უმრავლესობის ლიდერები ჯრ კიდევ გუშინ ამტკიცებდნენ, რომ მღებრიშვილის უწყების ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის შინაარსიც საჯარო არ გამხდარა, გვარამიას ბრალეულობას ადასტურებდა.