19 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა დაბარებული

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 10:30 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული.  

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ჩვენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე მისცემს. 

ნიკა გვარამიას დაკითხვა სასამართლოში, მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდება, გუშინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც, შს სამინსიტროს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაკითხვაზე დაბარებული, უარი განაცხადა ჩვენება შსს-თვის მიეცა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. გუშინვე, შს სამინისრტრომ სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის შუამდგომლობით მიმართა. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნდა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახველდიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი. ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან ჩაიწერა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვერსია კი, ამ საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსიაა.  

 

დღის ამბები