საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, რუსთავი 2-ის პროცესი კითხვის ნიშნებს ყოველთვის აჩენდა და დღემდე აჩენს. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოთხოვნა, ჩვენების სასამართლოში მიცემასთან დაკავშირებით, უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მას ამის უფლება აქვს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნიკა გვარამიას უფლება იყოს დაცული. მას აქვს უფლება სწორედ სასამართლოში მისცეს ჩვენება და შესაბამისად, თუკი ის ამას ითხოვს, რა თქმა უნდა, ეს უდნა დაკმაყოფილდეს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.