19 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
კავშირი გვარამიას მიმართ საგამოძიებო მოქმედებების განახლებასა და "რუსთავი 2"-ზე გადაწყვეტილების მოლოდინში

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების აზრით, ნიკა გვარამიას მიმართ საგამოძიებო მოქმედებების განახლება და რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილების მოლოდინი დროში შემთხვევით არ დაემთხვა.

ოპოზიცია თავისუფალი სიტყვის დასაცავად საზოგადოების გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ინტერესი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად, უკვე ნათელია და კრიტიკულად განწყობილი მედისაშუალების გადასარჩენად ბრძოლა, გადამწყვეტ ეტაპზეა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრები რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დაკითხვაზე დაბარებას, ხელისუფლების მხრიდან სასურველი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის გაგრძელებად აფასებენ.

მმართველ გუნდში კი რუსთავი 2-ის საქმეს და ნიკა გვარამიას დაკითხვაზე დაბარებას ერთმანეთთან არ აკავშირებენ.

ექსპერტთა ნაწილი, დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანიის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ მთლიანად სასამართლოს საქმიანობას დააყენებს.

სამოქალაქო სექტორის ნაწილი, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების არასერიოზულობაზე და მმართველი გუნდის მიერ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაზე საუბრობს.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ხვალ დაიკითხება. კვირას კი 14:30 საათზე, პარლამენტის შენობასთან თავისუფალი სიტყვის დასაცავად აქცია გაიმართება.

ავტორები: ანა წერეთელი, მარიამ შანშიაშვილი.

დღის ამბები