19 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე და ნიკა გვარამიას დაკითხვაზე დაბარება-უმრავლესობა კორუფციაზე, ოპოზიცია კი ტოტალურ შეტევაზე საუბრობს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ოპოზიცია უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევად აფასებს.

მოძრაობა ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ტოტალურ შეტევას ახორციელებს.

„ხელისუფლებამ გადაკვეთა წითელი ხაზები, ის ახორციელებს ტოტალურ ზეწოლას ყველა იმ ადამიანზე, რომელიც დაკავშირებულია ამ პროცესებთან და მას ერთმნიშვნელოვნად სურს დაასრულოს ეს პროცესი. ვფიქრობ ახლა არის დრო, როდესაც საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოახერხონ კონსოლიდაცია, იმისთვის, რომ რუსთავი 2 დავიცვათ,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

რუსთავი 2-ის  ირგვლივ შექმნილ ვითარებას და გვარამიას დაკითხვაზე დაბარებას,  არხის საქმის დასკვნით ეტაპზე გადასვლას უკავშირებენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც.

„აქ სამართლებრივი ინსტრუმენტებით კი არ მიმდინარეობს დავა მხარეებს შორის, არამედ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები წინასწარ ახმოვანებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც აპირებს ხელისუფლება, რომ მიიღოს,“-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

უმრავლესობაში კი გვარამია-ახვლედიანის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე საუბრობენ, რომელსაც მათი მტკიცებით პასუხები უნდა გაეცეს.

„ძალიან სერიოზულ, მნიშვნელოვან კითხვებზეა პასუხი გასაცემი და რასაკვირველია ვალდებულებაც აქვთ იმ პირებს, ვინც ამ ჩანაწერში მონაწილეობს გასცენ პასუხი.

"ფაქტზე ილაპარაკა არჩილ თალაკვაძემ, რაც მოვისმინეთ იქ კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი და გამოძიებამ შეიძლება შესწორება შეიტანოს ნებისმიერი ჩვენთაგანის შეხედულებაში,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები