საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო რუსთავი 2-ისა და მისი გენერალური დირექტორის მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს.
ნინო რობაქიძის თქმით, გასარკვევია რა დამატებითი მტკიცებულებები აქვს უმრავლესობის ლიდერს სამართალდამცველი ორგანოებიდან და რა ფორმით მიიღო ის დამოუკიდებელი გამოძიების პირობებში.
რობაქიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდიდან ამ მიმართულებით უპასუხისმგებლო განცხადებები პირველი შემთხვევა არ არის და ამის მთავარი მიზანი არხის დისკრედიტაციაა.
„საქმე გვაქვს რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო განცხადებებთან, თუ მას აქვს დამატებითი ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ეს კიდევ დამატებით კითხვებს აჩენს. პოლიტიკოსებს ასეთი ტიპის ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეთ. მეორეს მხრივ სამართალდამცავი ორგანოებისგან ჩვენ ველოდებით უფრო მეტ გამჭვირვალობას,“-განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მედია პროექტების კოორდინატორმა ნინო რობაქიძემ.