19 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება ნიკა გვარამიას განეიტრალებას ცდილობს

ოპოზიცია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დაკითხვას ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებსა და რუსთავი 2-ზე ზეწოლის მცდელობად აფასებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ნიკა გვარამიას დაკითხვა, მედიაზე თავდასხმის ბოლო ფაზაა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრისთვის, ნინო კალანდაძისთვის, გაურკვეველია, რატომ დადგა იმ ფარული ჩანაწერის საკითხი, რომელშიც ნიკა გვარამია და მამუკა ახვლედიანი ფიგურირებენ, სწორედ ახლა, როდესაც რუსთავი 2-ის საქმე სასამართლოში ფინალურ ფაზაშია.

„ფრონტალური შეტევა აქვთ ახლა გაშლილი, ამის ნაწილი არის ნიკა გვარამიას დაბარებაც და მისი დაკითხვაც. მე მგონია, რომ ძალიან სიგიჟე იქნება, ახლა რომ ნიკა გვარამია დააკავონ, თუმცა, კიდევ ერთხელ, ამ ხელისუფლების პირობებში, ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ. ბევრი ასეთი უაზრო და არაადეკვატური ნაბიჯი გვინახავს,“ - განაცხადა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძე.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ნიკა გვარამიას დაკითხვას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ რეპრესიად აფასებენ.

დღის ამბები