19 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
"საზოგადოება მზად არის დაიცვას რუსთავი 2," - ნიკა მელია

რუსთავი 2-ის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს კურიერის პირდაპირ ეთერში ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ეხმაურება. მისი თქმით, საზოგადოება მზად არის რუსთავი 2-ის დასაცავად. 

„საზოგადოება ნამდვილად გამოღვიძებულია, საზოგადოება მზად არის დაიცვას რუსთავი 2. ყველა პოლიტიკური თავმოყვარე გაერთიანება, რომელიც თავს თვლის ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებად და ნებისმიერი საზოგადოებრივი ჯგუფი, ხმამაღლა საუბრობს უკვე, რომ არ შეიძლება ამ ადამიანს ყველაფერი მივყიდოთ, არ შეიძლება ივანიშვილმა ყველაფერი სახლში წაიღოს, არ შეიძლება ყველა მედია საშუალებიდან ისმოდეს ივანიშვილის ხოტბა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს.

დღის ამბები