გადაკვალიფიცირდება თუ არა საქმე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც ნიკა გვარამია და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ფიგურირებენ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ სამინისტრო უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას.
შალვა ხუციშვილმა ამის შესახებ პარლამენტში განაცხადა. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
"მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ სხვას ვერაფერს გეტყვით. ოფიციალური კომენტარები ამ საკითხზე გაკეთდება. მე ამ შემთხვევაში, კონკრეტულად მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით," - განაცხადა ხუციშვილმა.