19 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
"რუსთავის 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად ბრძოლა გრძელდება - მედიაექსპერტები

რუსთავის 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად ბრძოლა გრძელდება. ასე აფასებენ მედიაექსპერტები ფარული ჩანაწერების საქმეს. მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ ეს არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისთვის მიმართული ერთიანი ბრძოლა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნიკა გვარამიას დაკითხვაა.

 „ეს არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისთვის მიმართული ერთიანი ბრძოლა, რომლის ერთ-ერთ შემადგენელია, მის ხელმძღვანელზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმე. რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის ადვოკატის შიშებს, რომელიც მან დღეს გამოთქვა, შესაძლოა ეს ნიშანი იყოს იმის, რომ მათ ვერ მიიღეს უზენაესი სასამართლოდან ისეთი გადაწყვეტილების გარანტია, როგორც პირველ ინსტანციაში ჰქონდათ ურთმელიძის მხრიდან,“ - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებებს ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარეც.

გიორგი მშვენიერაძის აზრით, ხელისუფლებასთან ერთად სასამართლოზე ზეწოლას თავად ქიბარ ხალვაშიც ახდენს.

„თუკი ვინმემ შეიძლება ისაუბროს სასამართლოზე ზეწოლაზე და გავლენებზე, ეს სწორედ ბატონი ხალვაში და მასთან დაახლოებული ხელისუფლებაა,“ - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე. 

დღის ამბები