19 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
„რუსთავი 2-ს“ იმიტომ სპობენ რომ ხალხმა არაფერი გაიგოს, - მოსახლეობა აქციისთვის ემზადება

კვირას 14:30 საათზე რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის შენობის წინ, სიტყვის თავისუფლების დასაცავად რუსთავი 2-ის ორგანიზებით აქცია გაიმართება.

სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლები  მოსახლეობას მოუწოდებენ აქციაზე მოსვლისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვისკენ. დღეს საინფორმაციო ფლაერები თბილისის სხვადასხვა უბანში დარიგდა.

„დიდი უსამართლობა ხდება, რუსთავი 2-ს იმიტომ სპობენ, რომ ხალხმა არაფერი გაიგოს,“- აცხადებენ მოქალაქეები.

მოქალაქეების თქმით, „სიტყვის თავისუფლება ყველას ეკუთვნის.“

ავტორი: სალომე ბენაშვილი. 

დღის ამბები