სამართლიანობისა და თავისუფლების მხარდასაჭერი აქციისთვის მზადება - დღეს რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა თბილისის სხვადასხვა უბანში, ასევე პარლამენტის გარეთ და შიგნით საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.
ქუჩაში შემთხვევით გაჩერებული 100-ობით ადამიანი ბოლო დროს რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს უსამართლობად მიიჩნევს.
რუსთავი 2-ში მუშაობის მსურველებს კი დღეს ნანუკა შოუს ავტორი თავად შეხვდა.
სამართლიანობისა და თავისუფლების მხარდასაჭერად კრიტიკულ და ერთგულ მაყურებელს რუსთავი 2 პარლამენტის წინ კვირას 14:30 საათზე ელოდება.
ავტორები: სალომე ბენაშვილი, თაკო სურგულაძე.