რუსთაველზე, რუსთავი2-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, იმყოფებოდა ლეიბორისტული პარტიის წევრი, გიორგი გუგავა.
„აქ უმთავრესი იყო ის, რომ ათასობით თავისუფლების მოყვარული ადამიანი გამოვიდა თავისუფალი სიტყვის დასაცავად, რუსთავი2-ის დასაცავად. დემოკრატიის ხაზი გადის რუსთავი2-ზე, რომელიც ვერ დაამარცხა ოლიგარქმა და ამის გამოა, რომ მიდის რუსთავი2-ის წინააღმდეგ ის პროცესები, რომელის მომსწრენიც ვართ ჩვენ. რუსთავი2-ის დაცვით ჩვენ ვიცავთ ქვეყნის თავისუფლებას. დღევანდელი დღე იყო სიგნალი დიდი ბრძოლის დასაწყისისა, რომ შეიცვალოს ხელისუფლება,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.