19 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ეს არ არის მხოლოდ ტელეარხი, ეს არის სიტყვის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში - პაატა დავითაია

საქართველოს ევროპული დემოკრატების თავმჯდომარე და საკოორდინაციო საბჭოს წევრი, პაატა დავითაია, ამბობს, რომ "რუსთავი2 არის სიტყვის თავისუფლების გარანტი ქვეყანაში". 

„ჩვენ აქ არამარტო რუსთავი2-ის დასაცავად ვდგავართ, არამედ ამ წუთას ჩვენი წარმომადგენელი, ბატონი მამუკა ჟღენტი, იმყოფება ბრიუსელში, სადაც აწარმოებს მოლაპარაკებებს იმ თვალსაზრისით, თუ რა ხდება რუსთავი2-ის ირგვლივ. ეს არ არის ტელეარხი მარტო, ეს არის სიტყვის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში და ამიტომაც ჩვენ აქ ვდგავართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სიტყვის თავისუფლება და რუსთავი2 დაცული იყოს,“ -  განაცხადა პაატა დავითაიამ.

დღის ამბები