19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
რუსთავი 2 უნდა იყოს იმ ფორმით, ასეთი კრიტიკული, როგორც დღეს არის - კოტე ჩოკორაია

რუსთავი2-ის მხარდამჭერა აქციაზე იმყოფებოდა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, კოტე ჩოკორაია, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავი2 უნდა იყოს ასეთივე კრიტიკული, როგორც დღეს არის.

„მე მოვედი, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების დაცვა საქართველოში. მე მოვედი იმისთვის, რომ აღარასოდეს, არც ერთ ხელისუფლებას საქართველოში არ გაუჩნდეს სურვილი, დაიმორჩილოს ტელევიზია, დაიმორჩილოს მედიასაშუალება. მე ვარ აქტიური მაყურებელი რუსთავი2-ის, გულშემატკივარი და ვთვლი, რომ რუსთავი2 უნდა იყოს იმ ფორმით, ასეთი კრიტიკული, როგორც დღეს არის, რათა მან საზოგადოებას მიაწოდოს ის ინფორმაცია, რა ინფორმაციასაც აწვდის,“ - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

დღის ამბები