19 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ნატა ფერაძის აზრით, ხელისუფლება "ვარდისფერი ტელევიზიის" შექმნას ცდილობს

პარტიზანი მებაღეების წარმომადგენელი, ნატა ფერაძე, ფიქრობს, რომ რუსთავი2-ის დახურვა ძალიან დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისთვისა და საზოგადოებისთვის.

რუსთავი2-ის გარეშე სამოქალაქო მოძრაობების შრომა ჩაიყრება წყალში დიდწილად მაშინ, როდესაც ქვეყანას მართავს ოლიგარქი და აპირებს ახლა, ააშენოს პანორამა-თბილისი და ხეებს დაათრევს მთელ აჭარაში. რუსთავი2 არის ბოლო წლებში ერთადერთი, ვისზეც გვაქვს ჩვენ დაყრდნობა, რომ დაგვეხმარება გაშუქებაში და ტელევიზიის გარეშე, მარტო Facebook-ით ბრძოლა იქნებოდა და აღარც იმას გამოვრიცხავთ, რომ მთავრობას გაუჩნდეს სურვილი, რომ Facebook-ის დაგვიკეტოს,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

მისი აზრით, ხელისუფლება „ყველანაირ საინფორმაციო წყაროს ახშობს“. მას არ ესმის იმ აქტივისტების, ვინც რუსთვი2-ის დახურვად ნორმალურად მიიჩნევს.

„ეს პირდაპირ დაგვარტყამს ფილტვებზე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და დარტყმა იქნება ჩვენი შვილებისთვის. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ყველასთვის თავისუფალი მედიის დაცვა. რუსთავი2 ბოლო 4 წელია, გვიდგას გვერდში და მეც, როგორც შემიძლია, ყველანაირად დავუგდები გვერდში და გავაპროტესტებ იმ უსამართლობას, რასაც უპირებენ,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

მისი აზრით, ხელისუფლება „ვარდისფერი ტელევიზიის“ შექმნას ცდილობს, რომელიც რეალობას არ ასახავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები