მსახიობი და მომღერალი, ბუბა კიკაბიძე, რუსთავი2-ის ჟურნალისტებსა და მთელ ჯგუფს კარგი მუშაობისთვის მადლობას უხდის. მისი აზრით, რუსთავი2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები უნდა შეწყდეს.
„ეს სისაძაგლე უნდა დამთავრდეს, რაც ხდება რუსთავი2-ის გარშემო და მადლობა ვუთხრათ ჩვენს შესანიშნავ ჟურნალისტურ ჯგუფს. პროფესიონალები ხართ და ამისთვის დიდი მადლობა. ჩვენია რუსთავი2 და ჩვენი იქნება,“ - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.
ის ფიქრობს, რომ რუსთავი2-ისთვის თავისუფლების წართმევა შეიძლება საქართველოს ევროინტეგრაციაზე ცუდად აისახოს.
„ევროპისკენ გზა გვაქვს აღებული, ცოტა დარჩა. მერე ევროპა გამოიხედავს აქეთ და იტყვის, თქვენ ჯერ თქვენს თავს მიხედეთ და მერე ჩვენ გველაპარაკეთო. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან,“ - აცხადებს ბუბა კიკაბიძე.
მისი აზრით, ხალხი სიმართლეს სწორედ რუსთავი2-ისგან იგებს და ხალხმა კი უნდა იცოდეს, რა ხდება ქვეყანაში.