საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსთავი2-ის საქმე სასამართლოში იხილება და ამიტომ ყველა მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს. მიხეილ ჯანელიძემ რუსთავი2-ის ჟურნალისტის მიერ მაუწყებლობის შეჩერების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„რუსთავი2-ის საქმე სასამართლოში იხილება და ჩვენ ყველა ერთად სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. ამისთვის აჟიოტაჟი, დესტაბილიზაციის მცდელობები, თუ საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანა ნაკლებად ეფექტურია. მაუწყებლობის პროტესტის ნიშნად გათიშვა ნამდვილად არ ემსახურება იმ მაყურებლის ინტერესს, რომელსაც აქვს სურვილი, რუსთავი2-ს უყუროს. ჩვენ, საქართველოს მთავრობას, ნამდვილად გვაქვს ინტერესი იმისა, რომ რუსთავი2 იყოს, გადმოსცემდეს და ემსახურებოდეს იმ ადამიანების ინტერესს, ვისაც სურს რუსთავი2-ის ყურება. მე რუსთავი2-ს და მათ შორის, მათ საინფორმაციოსაც ვუყურებ ხოლმე,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე