რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც რუსთავი2-ის მხარდასაჭერად კვირა დღეს ქუჩაში გავიდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არა მხოლოდ კონკრეტულად რუსთავი2-ის დასაცავად მივიდნენ რუსთაველის გამზირზე, არამედ სიტყვის თავისუფლების შესანარჩუნებლად.
დღევანდელ აქციაზე მოსული ხალხის ძირითადი ნაწილი, რიგითი ადამიანები, რუსთავი2-ის მაყურებლები იყვნენ.
ავტორი: ეკა ქადაგიშვილი