19 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
აქციით დადასტურდა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება უსამართლობას - ზაალ უდუმაშვილი

მკაფიო გზავნილი, რა სურს ხალხს - ასე შეაფასა დღის ბოლოს რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია, არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ამ აქციით დადასტურდა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება უსამართლობას.

მისივე განცხადებით, ტელეკომპანიის გარშემო განვითარებული პროცესების ფონზე ხალხის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მითუმეტეს იმ ფონზე, რა ბრძოლაშიც ჩვენ ვიმყოფებით. დღეს არ იყო ეს რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია. ეს ხალხი გამოვიდა ქუჩაში, იმიტომ, რომ საკუთარი მომავალი და საკუთარი ხვალინდელი დღე დაიცვას, ეს არის მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც დღეს ხალმა უთხრა ხელისუფლებას და მე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება გაიგებს ხალხის აზრს და გაიგონებს იმიტომ, რომ ხალხი არის გადამწყვეტი ამ ქვეყანაში და ხალხი წყვეტს საბოლოო ჯამში როგორ უნდა განვითარდეს ეს ქვეყანა.

"დღეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილები, რა სურს ხალხს. ძალიან რთული რაიმე მოლოდინზე და პროგნოზზე საუბარი, ყოველ შემთხვევაში დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ უსამართლობას საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები