19 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფება

საქართველოში არსებული მედია გარემო და რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები იქნება ერთ-ერთი თემა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელის აქსელ ფიშერის თბილისში ვიზიტისას განიხილება. ის გვიან ღამით ჩამოვიდა.

პირველ შეხვედრას დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართვს. განიხილება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით გერმანიის მხარდაჭერა. აქსელ ფიშერი ასევე შეხვედება უმრავლესობის, ნაციონალური მძრაობის და მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრებთან. პირპისპირ გაესაუბრება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.

"მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის. მე მექნება შეხვედრები კოლეგებთან საქართველოს პარლამენტიდან, ასევე ხელისუფლების წარმომადგენებთან და ოპოზიციასთან, სადაც რუსთავი 2-ის საკითხზე ვისაუბრებთ. საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ბევრი მსმენია და აქ ვითარების გასაცნობად ჩამოვედი. 2017 წელი საქართველოსა და გერმანიას შორის მეგობრობის წლად არის გამოცხადებული. ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელვანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიაზაციის მინიჭებას დაუჭირა მხარი," - განაცხადა აქსელ ფიშერმა. 

დღის ამბები