რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის გაცემა დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შეხვედრის დაწყებამდე არ ისურვა.
ნინო გვენეტაძემ უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტის შეკითხვა, თუ რატომ ჭიანურდება დიდი პალატის დაკომპლექტება, ვინც რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„მიმდინარე სამართალწარმოების საქმეებზე კომენტარს არ გავაკეთებ, გიპასუხეთ ხომ, დამთავრდა, მეტს არ გაგცემთ პასუხს,“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.