ნინო გვენეტაძე პარლამენტში ანგარიშით წარსდგა. ჯერჯერობით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია, თუმცა რუსთავი 2-ის და მოსამართლეების საქმეზე საუბარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კამათი მოჰყვა.
„ისევ უზრდელობას მიმართავთ, ყველამ კარგად იცით, რაც ხართ და ვინც ხართ,“- მიმართა სოფო კილაძემ ნიკა მელიას.
„იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ხართ, ვინც ბედუკაძე გმირად აქცია, რა გაქვთ სალაპარაკო,“- მიმართა ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სოფო კილაძეს, რაზეც კილაძემ უპასუხა - „ნუ მასწავლით რა უნდა ვთქვა, უზრდელები ხართ“.
„დებოშის მოწყობა თუ გინდათ, თქვით, სხდომის ჩაშლა გინდათ,“- მიმართა ნიკა მელიამ სოფო კილაძეს.
ამის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა მანდატურის თანამშრომელს მიმართა.
„მანდატურის თანამშრომელს ვთხოვ მიაბრძანონ ბატონი მელია, რა არის, ეს რა ზრდილობაა,“- აღნიშნა სოფო კილაძემ.