19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის და მოსამართლეების საქმე - ნინო გვენეტაძემ ოპოზიციის მწვავე კითხვებს არ უპასუხა

საკომიტეტო მოსმენაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ოპოზიციის წევრემა რუსთავი 2-სა და მოსამართლეების საქმეზე მწვავე შეკითხვები დაუსვეს.

„აცნობიერებთ თქვენ თუ არა, რა გამოწვევების წინაშე არის სასამართლო და ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება რუსთავი 2-ის საქმეს, როდესაც თქვენ გყავთ მოსამართლე ურთმელიძე და როდესაც თქვენ გყავთ მოსამართლე ნაზღაიძე, მაინტერესებს, ნაზღაიძის შემთხვევაში რამე რეაგირება მიეცით თუ არა იმ ამბავს, რაც მის გარშემოა?“- მიმართა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა ნინო გვენეტაძეს.

მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ შეკითხვები ნინო გვენეტაძეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც დაუსვეს.

„მოსამართლეებზე საუბარია, რომ ზეწოლაა, პირველად ისტორიაში ხმამაღლა საუბრობენ მოსამართლეები, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება, მაინტერესებს, თქვენ, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, რატომ დღემდე არცერთის საჯარო განცხადება არ გააკეთეთ,“- მიმართა კითხვით ნაციონალური მოძრაობის წვერმა, ნიკა მელიამ ნინო გვენეტაძეს.

ნინო გვენეტაძემ ოპოზიციის შეკითხვებს არ უპასუხა, ისე დატოვა დარბაზი. ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ სამართალწარმოების პროცესი ვიდრე არ დასრულდება კომენტარისგან თავს შეიკავებს, რადგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, სამოსამართლეო ეთიკა მას ამის საშუალებას არ აძლევს.

ნინო გვენეტაძემ დეპუტატებს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშები გააცნო.

ამავე თემაზე
დღის ამბები