19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
რაიმე კომენტარი ჩემი მხრიდან მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზე დაუშვებელია - ნინო გვენეტაძემ კითვებს არ უპასუხა

რუსთავი 2-ის საქმესა და მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებული მწვავე კითხვები, რომელიც ოპოზიციამ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე დასვა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უპასუხოდ დატოვა.

ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ სამართალწარმოების პროცესი ვიდრე არ დასრულდება, კომენტარისგან თავს შეიკავებს, რადგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, სამოსამართლეო ეთიკა მას ამის საშუალებას არ აძლევს.

„რაიმე კომენტარი ჩემი მხრიდან მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზე დაუშვებელია,“- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

ოპოზიციის წევრების თქმით, ნინო გვენეტაძე მათ გაექცა. 

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები