19 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული ქონება - საკრებულოში სხდომა ჩაიშალა

თბილისის საკრებულოში ოპოზიციის დაანონსებული სხდომა ჩაიშალა. მერიის მაღალჩინოსნები სხდომაზე არ გამოცხადნენ. ყველა ოპოზიციური ფრაქცია მათთვის რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული ქონების თაობაზე კითხვების დასასმელად ემზადებოდა.

4 ოპოზიციური ფრაქციის წარმოდგენელი და საკრებულოს 2 დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებაში აშკარა კორუფციის ნიშნები იკვეთება.

ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დაბარებული იყო თბილისის მერის 2 მოადგილე და ასევე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თუმცა არცერთი მათგანი საკრებულოში არ მივიდა.

ოპოზიციის წევრები მერიის მაღალჩინოსნებს რეგლამენტით გათვალისიწინებული წესის დარღვევაში ადანაშაულებენ.

 

ავტორი: ეკო მაღრაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები