თბილისის მერი საკრებულოს ოპოზიციას პოლიტიკური შოუს მოწყობაში ადანაშაულებს. ოპოზიცია დღეს სხდომის ჩატარებას ითხოვდა.
დავით ნარმანიას თქმით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის საქმეზე გადაწყვეტილება კანონიერი იყო და შესაბამისად, კითხვებზე პასუხების გაცემის აუცილებლობა არ არსებობს.
"ჩვენ საზოგადოებას არა ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ კანონიერი და სწორია, ამიტომ არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად პოლიტიკური შოუს სანახავად და მოწყობის მიზნით ჩვენი თანამშრომლების გაგზავნა დედაქალაქის საკრებულოში. ასე, რომ დღევანდელი შოუ არ შედგა,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ეკო მაღრაძე.