საერთაშორიო ორგანიზაცია Amnesty International-ის მორიგ ანგარიშში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის შესახებაა საუბარი. დოკუმენტში აქცენტი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კეთდება.
"თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური ტელეკომპანია ყოფილ მფლობელს უნდა გადაეცეს. დავა სარჩელის სიძველის ვადის გასვლის შემდეგ მიმდინარეობდა"- წერია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კვლავ არსებობს შეშფოთება სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო. ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესებზე ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით.