19 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
რუსთავი 2-ის საქმესა და საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე AMNESTY INTERNATIONAL წერს

საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის შესახებ AMNESTY INTERNATIONAL წერს. საერთაშორისო ორგანიზაციის მორიგ ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ არსებობს შეშფოთება ამ საკითხის გამო, ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესებზე ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ნახსენებია ე.წ. კაბელების საქმე და ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივებაზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც.

AMNESTY INTERNATIONAL-ის ყოველწლიურ ანგარიშში რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც არის საუბარი. დოკუმენტში წერია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებას ოპოზიციური ტელეარხის მფლობელობის გადაცემასთან დაკავშირებით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დავა სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ დაიწყო და ფართოდ მიჩნეული იყო, რომ მას მოქმედი მთავრობა მხარს უჭერს.

 

 

 

დღის ამბები