19 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საკითხზე საკრებულოში ხვალ იმსჯელებენ

თბილისის საკრებულოში ხვალ სხდომა გაიმართება, სადაც მერიის მხრიდან რუსთავი 2­-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახისთვის ქონების სავარაუდო კორუფციული გზით გადაცემაზე იმსჯელებენ. გაერთიანებული ოპოზიცია მწვავე დებატებისთვის ემზადება.

იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა, კომპენსაციას ის ადამიანებიც მიიღებენ, რომლებსაც წყალდიდობის დროს მხოლოდ მიწის ნაკვეთი ჰქონდათ ან ამ დრომდე ისევ სტიქიის ზონაში ცხოვრობენ და დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ.

დაზარალებულები საკრებულოში ხვალინდელ სხდომასაც დაესწრებიან, სადაც ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის გამო ოპოზიცია დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მერია გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაბამის დოკუმენტაციას მალავდა. საპასუხო განცხადებების გაკეთებას მმართველ გუნდშიც გეგმავენ, სადაც ოპონენტები დღეს საკითხის პოლიტიზირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

არ არის გამორიცხული, რომ საკრებულოში ხვალინდელ სხდომას მერიის ქონების მართვის სამსახურის რომელიმე წარმომადგენელი მაინც დაესწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატებს მოუწევთ.

ოპოზიციის მოთხოვნა საკრებულოში დავით ნარმანიას მისვლის შესახებ ისევ დღის წესრიგში რჩება.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

დღის ამბები