19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
„მთავარი საკითხი გამოგვრჩა ყველას მხედველობიდან, რომ დაობს ერთმანეთთან ყარამანაშვილი და ხალვაში," - გია ვოლსკი

რუსთავი 2-ის საქმის შესახებ განცხადებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში. უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიტიკური განცხადებები ამ საკითხის გარშემო არ უნდა კეთდებოდეს.

ქართული ოცნების წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საბოლოო დასკვნის დადების შემდეგ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

მემგონი მთავარი საკითხი გამოგვრჩა ყველას მხედველობიდან, რომ დაობს ერთმანეთთან ყარამანაშვილი და ხალვაში. ჩვენ ყველა ვაკეთებთ პოლიტიკური განცხადებას. სასამართლოს წინ უდევს სამართლებრივი და ეკონომიკური დახასიათება, შექმნილი სიტუაციის, რომელი არსებული თუ ყოფილი მესაკუთრე არის მართალი. დანარჩენი ყველა საკითხებთან დაკავშირებით, გაეცემა ყველა შეკითხვას პასუხი, როდესაც დაგვიდებენ წინ საბოლოო დასკვნას ამასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, ჩვენ როგორი პოლიტიკური შეფასებაც არ უნდა მივცეთ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

„ჩვენ პოლიტიკოსები ნაკლებად ვისაუბრებთ ამ თემაზე, იმიტომ რომ სასამართლოს სჭირდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ მასზე გავლენას ვერ და არ ახდენდეს არავინ, განსაკუთრებით როდესაც ეს ეხება პოლიტიკურ განცხადებებს. ამიტომ დაველოდოთ, დიდი პალატა არის იმისთვის ქვეყანაში, რომ მას აქვს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია და ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა აქვს, ამიტომ ამაზე უფრო მაღალი ინსტანცია საქართველოს ეროვნული მართლმსაჯულების სისტემაში აღარ არსებობს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები