19 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
"რამდენიმე თვის წინ ჩვენ ეს ვიწინასწარმეტყველეთ" - დიმიტრი საძაგლიშვილი ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობაზე საუბრობს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი დიდ პალატის შემადგენლობაში ის მოსამართლეებიც მოხვდნენ, რომელთა აცილებასაც ტელეკომპანიის ადვოკატები მოითხოვდნენ.

მისი თქმით, ეს მოსამართლეები არიან ნინო გვენეტაძე და მზია თოდუა, რომლებიც საქმის განხილვის დროს მიუკერძოებლები ვერ იქნებიან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 2 მარტს დაიწყება. ამასთან ერთად, ტელეკომანიის იურისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ, 23 თებერვალს უზენაეს სასამართლოს 3 მოსამართლის აცილების შუამდგომლობით მიმართა.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ეს ასეც მოხდებოდა, ვინაიდან როდესაც განხორციელდა ე.წ. ზეწოლა თუ პროვოკაცია მოსამართლეთა მიმართ, სინამდვილეში ეს იყო სპექტაკლი, დაგეგმილი სუს-ის მიერ და განხორციელებული სუს-ის მიერ, რომელიც გამოიყენა ახლა უკვე ქიბარ ხალვაშის მხარემ. ჩვენ ამის თაობაზე განვაცხადეთ და როგორც ვხედავთ, ახდა კიდევაც. ვგულისხმობ რაღაც წერილების გაგზავნას მოსამართლეთა საცხოვრებელ სახლებზე,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, პაატა სალიას არგუმენტები მოსამართლეთა აცილების თაობაზე, აზრს მოკლებულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები