19 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
"რუსთავი 2-ის დაკარგვით, ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას,“ - ზაზა ბიბილაშვილი

რუსთავი 2-ის საქმე იყო განხილვის მთავარი თემა ბრიუსელში, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრები სამუშაო შეხვედრებს მართავენ, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტთან. დეპუტატების განცხადებით, 2 მარტს ჩანიშნულმა სასამართლო პროცესმა გადაფარა სხვა საკითხები და საუბრის ძირითად თემა მედიის თავისუფლება და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება იყო.

„ვისაუბრეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე ახალ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა დოლმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა ახალ ნაციონალურ მოძრაობას, იმ რეფორმების გზაზე, რომელიც დაწყებულია პარტიის ფარგლებს შიგნით,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ რუსთავი 2 იყო.

„ბუნებრივია რუსთავი 2-თან დაკავშირებულმა პრობლემებმა გადაფარა ყველა სხვა საკითხი. რუსთავი 2-ის დაკარგვით, ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

 

დღის ამბები