19 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდება

რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები ახალი მემორანდუმის გაფორმების მიზეზი ხდება. 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო დღეს საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად, ხელშეკრულებას დადებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამაუწყებლო კომპანიას და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას მხარდაჭერა სჭირდება. რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოში ოპოზიციის კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს 2 მარტთან დაკავშირებით, რომ დაცული იყოს რუსთავი 2. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება განახორციელებს შეტევას რუსთავი 2-ზე. აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება სწრაფი კოორდინაცია ამ მიმართულებით,“ - აცხადებს საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია. 

დღის ამბები