19 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კავშირშია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან - ეკა მიშველაძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე

რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა პრეზიდენტის პრესსპიკერის დღევანდელ ბრიფინგზე. ეკა მიშველაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილისთვის რუსთავი 2-ის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ყოველთვის უსვამს ხაზს პრეზიდენტი საქართველოშიც და ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

„რუსთავი 2-ის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემა პრეზიდენტისთვის და ზოგადად, მთელი ადმინისტრაციისთვის. საქართველოს პრეზიდენტი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყოველთვის ამ საკითხის მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს. დღესაც გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კავშირშია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან პირველ რიგში. რაც შეეხება კონკრეტულად, სასამართლო პროცესს, ჩვენ სასამართლო პროცესებზე კომენტარს არ ვაკეთებთ,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტს მედიის დაცვისგან თავი არასდროს შეუკავებია.

„არცერთ ეტაპზე პრეზიდენტს თავი არ შეუკავებია მედიის დაცვისგან, თუ დასაცავია რომელიმე მედია და თქვენ ხართ მედიის წარმომადგენლები მგონი, არ მომცემთ საშუალებას, რომ მოვიტყუო, ან რამე ზედმეტი ვთქვა. არცერთ ეტაპზე არ ყოფილა, რომ პრეზიდენტს არ გამოეხატოს თავისი რეაქცია, შესაბამისად, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და შესაბამისად, იქნება ჩვენგანაც რეაგირება,“ - განაცხადა ეკა მიშველაძ.

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი.

დღის ამბები