19 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
მმართველი გუნდი "რუსთავი 2"-ის საქმეს ქონებრივ დავად მოიხსენიებს

მმართველი გუნდი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის არსებობას უსვამენ ხაზს. უმრავლესობის წარმომადგენლები საკოორდინაციო საბჭოს მანიფესტს გამოეხმაურნენ, სადაც ხაზგასმულია, რომ სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ სახელისუფლებო შეტევა მიმდინარეობს.

მმართველმა გუნდმა ნაციონალურ მოძრაობას მათი მმართველობის პერიოდში სასამართლოსთან მიმართ არსებული დამოკიდებულება შეახსენეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი რუსთავი 2-ის საქმეს ქონებრივ დავას უკავშირებს და მისი თქმით, ამას სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ეს არის აბსოლუტურად ქონებრივი საკითხი, არანაირად მას კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. ადამიანებს აქვთ უფლება იდაონ იმ ქონებაზე, რომელიც მათ მიაჩნიათ თავის საკუთრებად, ამას ვერავინ აუკრძალავთ,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის თქმით, კრიტიკული არხის არსებობას მიესალმება. მისი თქმით, დღევანდელი ინსტიტუტები დამოუკიდებელი არიან.

„ჩემთვის კრიტიკულ მედიას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ და დიდმა პალატამ, რუსთავი 2 თუ ნებისმიერი სხვა ტელეკომპანია, იქნება საკმაოდ კრიტიკული,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

დღის ამბები