19 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკურ პარტიებს რუსთავი2-ის მხარდამჭერი მანიფესტის გაზიარებისკენ მოუწოდებს

საკოორდინაციო საბჭოს წევრი ყველა პარტიას რუსთავი2-ის მხარდამჭერ მანიფესტის გაზიარებისკენ მოუწოდებენ, სადაც ხაზგასმულია, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ სახელისუფლებო შეტევა მიმდინარეობს და, რომ რუსთავი2-ის საქმე ის წითელი ხაზია, რომლის მიღმაც ქვეყანაში უკონტროლო პროცესები იწყება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნიკა რურუას, თქმით, სასამართლო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაშია.

„არ ვიცით, ეს განაჩენი როგორი იქნება, მაგრამ მე სასიკეთოს არაფერს არ ველი, პრინციპში, დამორჩილებული სასამართლოსგან, ივანიშვილის კონტროლს ქვეშ მყოფი სასამართლოსგან,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე, ნიკა მაჭუტაძე, აღნიშნავს, რომ არაფორმალური მმართველობა მიზნად თავისუფალი მედიის, რუსთავი2-ის შთანთქმას ისახავს.

„ფაქტობრივად, დღევანდელი დღე შეგვიძლია, მივიჩნიოთ, რომ რუსთავი2-ის ამბით დაწყებული ეს პროცესი, რასაც ჰქვია საკოორდინაციო საბჭო, ძალიან მალე იქცევა საერთო ეროვნული მასშტაბის ეპარქიულ დემოკრატიულ მოძრაობად და ამის დროშა არის რუსთავი2,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია, პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„მთავარი ბრძოლა იქნება ხუთშაბათს, რადგან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ხელისუფლება შეუტევს რუსთავი2-ს ხუთშაბათს და გადაწყვეტილებას სასამართლო შეეცდება, რომ მიიღოს. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ რუსთავი2,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.  

დღის ამბები