19 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება იქნება ძალიან დამაზარალებელი ქართული დემოკრატიისთვის - გიორგი ბერაია

რუსთავი2-ის საქმის შესახებ და უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2 მარტს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსი, გიორგი ბერაია, კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.

ბერიას თქმით, უზენაეს სასამართლოს სამართლებრივი ვალდებულება არა აქვს, რომ საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს, თუმცა ამბობს, რომ, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენების გარეშე, შესაძლოა, ასეთ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში ნაკლები ნდობა ჰქონდეს.

„ამ კონკრეტულ საქმეზე არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უფრო უპრიანი იქნებოდა, სასამართლოს მეტი გამჭვირვალე სტანდარტით ეხელმძღვანელა და საზოგადოებას ენახა, როგორც მოსამართლეების პროცესის წარმართვა, ასევე მხარეების მიერ საკუთარი არგუმენტაციის წარდგენა. ეს ვფიქრობ, უფრო გაზრდიდა შემდგომში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას,“ - განაცხადა გიორგი ბერაიამ.

ბერაიას თქმით, რუსთავი2-ის შენარჩუნება იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომელიც დღეს მას აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება იქნება ძალიან დამაზარალებელი ქართული დემოკრატიისთვის, მითუმეტს, რომ არსებობს სერიოზული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კონკრეტულ საქმეში არის ხელისუფლების ინტერესები,“ - განაცხადა გიორგი ბერაიამ.

 

დღის ამბები