„უპირველეს ყოვლისა, ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა,“ - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, თბილისის მერის საკრებულოში მისვლაზე უარის თქმას.
კურიერის ეთერში მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ დავით ნარმანიამ საკრებულოში გამოუცხადებლობით უფლებამოსილებას გადაამეტა.
„ნარმანიამ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას. არათუ თითონ არ მოვიდა თბილისის საკრებულოში და თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების მოთხოვნას არ დაემორჩილა, მან უკანონო ბრძანება გასცა და წინა კვირაში თავისი თანამშრომლებიც არ გამოუშვა,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
საკრებულოს წევრის თქმით, მოქმედი კანონმდებლობა მისი იმპიჩმენტის დაყენების საკითხს დღესდღეობით არ აძლევთ. მისი თქმით, სხვა სამართლებრივ ბერკეტებს მიმართავენ, როგორიცაა პროკურატურა და სასამართლო.
მამუკა ახვლედიანის თქმით, რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის, ოჯახის მიმართ გადაცემული ქონება დედაქალაქს უნდა დაუბრუნდეს.
„ყველა ცალსახად გეტყვით, რომ ეს ნაკვეთი ნაზღაიძეს მიცეს იმის გამო, რომ რუსთავი2-ის საქმეზე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დაუბრუნდეს ქალაქს,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.