19 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
2 დღე დიდი პალატის სხდომამდე - 9 პოლიტიკურმა პარტიამ რუსთავი2-სა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად მანიფესტი მიიღო

9 პოლიტიკურმა პარტიამ რუსთავი2-ის, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად მანიფესტი მიიღო.

ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან, რომ რუსთავი2-ის საქმე ის წითელი ხაზია, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებზე პირდაპირ გადის. რუსთავი2-ის დასაცავად საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა ამ ფორმით უნდა არსებობდეს.

საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლებას ზეწოლის შეწყვეტას, რუსთავი2-თან ერთად, პრეზიდენტის ინსტიტუტზეც მოუწოდებს. პარტიები მიიჩნევენ, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებიც მმართველი პარტიის მხრიდან იმართება. საბჭო ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დაცვას საერთაშორისო საზოგადოებასაც სთხოვს. მანიფესტზე ხელმომწერების მიმართვის ადრესატები დღეს სხვა ოპოზიციური არასაპარლამენტო და საპარლამენტო პარტიებიც იყვნენ.

რუსთავი2-ისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის მიღებული მანიფესტის პრინციპებს იზიარებენ ევროპულ საქართველოში. კითხვები აქვთ არასაპარლამენტო ოპოზიციასაც.

ოპოზიციის საპასუხოდ მმართველი პარტია დღეს რუსთავი2-ის საქმის სამართლებრივ მხარეზე აკეთებდა აქცენტს. უმრავლესობა ოპოზიციის ბრალდებებს, ხელისუფლების სურვილზე სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს, კატეგორიულად უარყოფდა.

რუსთავი2-ის საქმე, რომ ქვეყნაში დემოკრატიულ პროცესებთან პირდაპირ კავშირშია, ეს დღეს მმართველ პარტიას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კიდევ ერთხელ შეახსენეს.

უზენაეს სასამართლოში რუსთავის 2-ის საქმეს მონიტორინგს უწევს და აკვირდება მესამე სექტორი.

 

დღის ამბები