19 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმეზე ქართველმა ერმა გამოცდა ღირსეულად უნდა ჩააბაროს - მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე ცაავას აზრით, მამა გიორგი მამალაძის საქმის თაობაზე გარკვეულ ფაქტებზე ნათელის მოფენა მედიის და კერძოდ, რუსთავი2-ის დამსახურებაა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ მედიის დამსახურებ და კერძოდ თქვენი, რუსთავი2-ის, ძალიან დიდია ამ საქმეში, რა თქმა უნდა, როცა გვინდა ნათელი მოეფინოს და ვიბრძოლოთ სიმართლისათვის, მხარდაჭერა მედიის ძალიან დიდია,“ - აცხადებს მეუფე პეტრე.

მისი აზრით, ახლა საგამოძიებო და სამართალო ორგანოებს ძალიან დიდი გამოცდა ელით. მისი აზრით, საქართველოსთვის რუსთავი2-ის საქმის გადაწყვეტილებას ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

„ორივე დგას დიდი გამოცდის წინაშე. ერთი საქმე პროკურატურისა, რომელმაც უნდა სწორად და ღირსეულად გამოიძიოს საპატრიარქოში ე.წ. სკანდალი, ციანიდის სახით და მამა გიორგის საქმის სახით და მეორე, თქვენი სასამართლო პროცესი. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდა ქართველმა ერმა უნდა ჩააბაროს და ამას აუცილებლად მოჰყვება ღირსეული გაგრძელება, რომელიც ყველა ქართველისთვის და ჩვენი შთამომავლებისთვის იქნება გადამწყვეტი,“ - აცხადებს მეუფე პეტრე.

დღის ამბები