რუსთავი 2-ის საქმე და სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და ევროპელი დეპუტატების შეხვედრაზე.
ბრიუსელში მყოფი ენმ-ს ლიდერები ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტთანაც გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნაციონალური მოძრაობის გეგმებს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკურ ვითარებასაც.
„ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემაა ის პრობლემები, რომელიც საქართველოში არსებობს მედიის თავისუფლების მხრივ და განსაკუთრებით რუსთავი 2-ის კუთხით. ბუნებრივია ყველას ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილმა არ დაასრულოს მედია ბაზრის მონოპოლიზება რუსთავი 2-ის დაუფლებით და არ არსებობს საკითხი, რომელიც ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და მძიმეა ჩვენი მომავლის თვალსაზრისით და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის,“-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.