19 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად 9 პოლიტიკური პარტია უზენაეს სასამართლოსთან პროცესის პარალელურად აქციას გამართავს

რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფელბის მხარდასაჭერად გაერთიანებულმა 9 პოლიტიკურმა პარტიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. 

ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით ხვალ საკორდინაციო საბჭოს ორგანიზებით, უზენაესი სასამართლოს შენობასთან აქცია გამართება.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა იმის გამო რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ს, როგორც მხარეს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ ეძლევა, სიტყვის თავისუფლების და მაუწყებლის დასაცავად 9 პოლიტიკური პარტია მხარდამჭერებთან ერთად 11:00 საათზე უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბება.

„საზოგადოებისთვის კარგადა არის ცნობილი, რომ ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ დავასთან. თვეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ შანტაჟის, მუქარის, მოსამართლეების მოსყიდვის უპატიებელი ფაქტები, რომელიც განხორციელდა ხელისუფლების მხრიდან. ხვალ არის კულმინაცია მთელი იმ პროცესის, რომელიც თვეების განმავლობაში ხორციელდებოდა,“-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.  

საკორდინაციო საბჭოს წევრები საზოგადოებას აქციაზე მისვლისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

„პარტიათა საკოორდინაციო ჯგუფის  წევრები საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, ყველა იმ ადამიანს მოვუწოდებთ ვისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა ჩვენს ქვეყანაში, მობრძანდნენ 11 საათზე და ერთად გავაპროტესტოთ მთელი ეს ვარხანალია.

რუსთავი2-ს რომელიც მხარე არის არ უშვებენ სასამართლო დარბაზში და დავა გაიმართება დახურულ რეჟიმში, ამიტომ რადგან რუსთავი2-ს და ქართულ საზოგადოებას არ უშვებენ შენობაში, ჩვენ შენობასთან გავაპროტესტებთ იმ ვითარებას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ,“-განაცხადა წიკლაურმა. 

დღის ამბები