19 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
უმრავლესობის აზრით "რუსთავი 2-ის" საქმე საკუთრების შესახებ დავაა, ოპოზიცია კი მას სასამართლოსთვის გამოცდად აფასებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ რუსთავი 2-ის საქმე არის დავა საკუთრების უფლების შესახებ.

„მგონია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მასმედია, რომელიც გამოთქვამს თავის აზრს. რაღაც სტანდარტებს თუ დაექვემდებარება ეს ყველაფერი, სხვა საკითხია, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს. ჩვენც გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და მედიასაც,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ოპოზიციის აზრით, რუსთავი 2-ის წართმევა ქვეყანაში კრიზისს გამოიწვევს. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხვალ საზოგადოება გაიგებს, შეეფერება თუ არა ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას.

„ხვალ გამოჩნდება, შერჩათ თუ არა მოსამრთლეებს ღირსება,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ხვალ ასევე საქართველოს პრეზიდენტის „მომავალი პოლიტიკური ბედი“ გადაწყდება.

დღის ამბები