„ჩენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ რუსთავი 2 არ დაუბრუნდება დამფუძნებლებს“-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა ყოფილმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ მას და დავით დვალს ტელეკომპანიის ფუნქციონირების 3 ძირითადი პრინციპი აქვთ, რომელის საფუძველზეც ქიბარ ხალვაშთან შეთანხმება მოხდა, ესენია:
ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც ოპოზიციურს, ისე სახელისუფლებოს და საქმიანობას განაგრძობს ზოგადსაკაცობრიო და ჟურნალისტური ეთიკის საფუძვლებზე დაყრდნობით;
ტელევიზია არასდროს გახდება მხარე პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობის დროს.
ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის თანხებით. დაფინანსების წყარო იქნება საკუთარი შემოსავლები.
დღევანდელ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის კიდევ ერთმა ყოფილმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა განაცხადა, რომ ხვალინდელი სასამართლო პროცესი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მაგალითი იქნება.
„ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღეა, ხვალ ჩნდება შანსი რომ საქართველოს ისტორიაში სამართლებრივი გზით გადაიდგას ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენისკენ. იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმ ზეწოლისა და აჟიოტაჟისა სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, როგორიც უნდა იყოს,“-განაცხადა დვალმა.
მისივე თქმით „რუსთავი 2 დღევანდელი მფლობელების ხელში პატიოსანი გზით არ მოხვედრილა და ყველა დაინტერესებული მხარე ცდილობს მინიმალიზაცია გაუკეთოს ყოფილი დამფუძნებლების როლს ტელეკომპანიის არსებობაში.“