19 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
"ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ "რუსთავი 2-ის" საქმე ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელია

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპულ საქართველოში ფიქრობენ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება ქვეყნის სამომავლო განვითარების განმსაზღვრელი იქნება.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილის, გიგა ბოკერიას აზრით, ქვეყანაში აუცილებელია ისეთი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელშიც ხელისუფლება ყველა მედიას ვერ აკონტროლებს. მისი თქმით, „სახელმწიფოს განვითარების კლიმატი ძალიან სახიფათო გზით წავა.“

"ზოგადად სახელმწიფოებრივი განვითარების კლიმატი წავა ძალიან სახიფათო გზით, ანუ რუსთავი 2-ის საკითხი იქნება განმსაზღვრელი საკითხი ჩვენს უახლეს ისტორიაში, იმისი, თუ როგორი გზით წავა ჩვენი ქვეყანა," - აცხადებს გიგა ბოკერია.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის საქმეში წითელი ხაზები არ უნდა გადაკვეთოს და ამ საკითხს "შავ-თეთრს" უწოდებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები