19 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
მესამე სექტორი "რუსთავი 2"-ის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას კრიტიკულად აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას კრიტიკულად უყურებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის ღია სასამართლო სხდომაზე განხილვა ნაკლებ კითხვას გააჩენდა.

„ერთადერთი რამ რჩება სასამართლოს, გააუქმოს ის გადაწყევტილება, რომელიც აქვს მიღებული სააპელაციო სასამართლოს ან თავად იმსჯელოს და გადაწყვიტოს საკითხი ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული კანონმდებლობით და კონსტიტუციით ან საქმე სხვა გარემოების გამოსაკვლევად, მათ შორის, კონკრეტული შენიშვნებით, დაუბრუნოს სააპელაციო სასამართლოს. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება არ იქნება სასამართლო გადაწყვეტილება, იქნება პოლიტიკური დაკვეთის შესრულება,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენოს კრიტიკული მედიის არსებობა. 

დღის ამბები