9 პოლიტიკური პარტია ხვალიდან უზენაეს სასამართლოსთან აქციებს იწყებს. საკოორდინაციო საბჭომ საგანგებო ბრიფინგი გამართა. პოლიტიკოსების განცხადებთ, ტელეკომპანიის მომავალზე ქვეყანაში დემოკრატიის ბედია დამოკიდებული.
თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ აქციაზე ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მიდის.
„ხვალ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ექნება თუ არა ამ სახელმწიფოს სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.
ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის აზრით, რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სამართლებრივი დავა არ არის, მისი თქმით, ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც „ფინიშამდე მივიდა“.
ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა ყველას მოუწოდებს, დაიცვას რუსთავი 2, რათა ქვეყანაში „ერთპიროვნული, ოლიგარქიული დიქტატურა“ არ დამყარდეს.